შესვლა

სანთებელა და პრინცესა

Lighter & Princess / 打火机与公主裙 / The Lighter and the Princess' Gown
სანთებელა და პრინცესა 1 სეზონი - 36 სერია
2022 45წთ HD
ქვეყანა: ჩინეთი
გამომშვები: Youku
რეჟისორი: Liu Chun Chieh
თარგმნა: Infinity
რედაქტორი: Infinity
სტატუსი: დასრულებული
ნახვები: 3 542-ჯერ

სერიალი მოგვითხრობს ორი სრულიად განსხვავებული სტუდენტის სიყვარულისა და პიროვნული განვითარების ამბავს.

ჭუ იუნი  კეთილი, გულუბრყვილო და წესრიგის მოყვარული გოგონაა, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მშობლების მოლოდინების გამართლებას. მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება, როცა უნივერსიტეტში ხვდება ლი სიუნს – გენიალურ პროგრამისტს, რომელიც ცნობილია როგორც უგრძნობი, ცივი და მეამბოხე სტუდენტი.

ლი სიუნი ექსტრაორდინარული ნიჭით გამოირჩევა კოდირებაში, მაგრამ მისი სასტიკი გულწრფელობა და მეამბოხე ბუნება ხშირად პრობლემებს უქმნის. მიუხედავად ამისა, ჭუ იუნს იზიდავს მისი თავდაჯერებულობა და თავისუფლებისკენ სწრაფვა. თავდაპირველად მათი ურთიერთობა სავსეა კონფლიქტებითა და გაუგებრობებით, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ნელ-ნელა ერთმანეთს უახლოვდებიან.

მათი სიყვარული უამრავ დაბრკოლებას აწყდება – ოჯახური ზეწოლა, პიროვნული განსხვავებები და ცხოვრებისეული სირთულეები მათ დიდ გამოცდას უწყობენ. ლი სიუნის წარსული საიდუმლოებებით არის სავსე, რაც მათ ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს.

ნახე ონლაინ კარგ ხარისხში «სანთებელა და პრინცესა»

ფლეერი #1 ფლეერი #2 ფლეერი #3

კომენტარები (5)

KoreaMania.Ge
KoreaMania.Ge ადმინისტრატორი 21 აპრილი 2025 14:05
სელენა, სტუმარი ლიზი, ქალბატონებო ორივეს კომენტარი წაიშალა იმიტომ რომ სხვა საიტები გაქვთ ნახსენები. შემდეგში გაითვალისწინეთ. რაც შეეხებაა დრამების თარგმნას ლიზი გირჩევთ კარგად დააკვირდეთ ვინ ვის ნათარგმნებს თარგმნის და მერე ჩავშალოთ თუ გინდათ პირადში ან გვერდის შეტყობინებებში. როგორ სხვები იმას ვთარგმნით და დავდებთ რაც გვინდა. ანგარიშვალდებულება არ გვაქვს არავისთან. თუ ჩვენ არავინ გვითვალისწინებს ჩვენ საერთოდ არ ვართ ვალდებულები ვინმე გავითვალისწინოთ. მოდით ყველამ მოგვასვენეთ და თუ გნებავთ უყურეთ თუ გნებავთ ნუ უყურებთ რადგან ნანახი გაქვთ. მთარგმნელს სურდა მისი საყვარელი დრამა მისივე ნათარგმნი ყოფილიყო ჩვენს საიტზე ხოდა არის.
სტუმარი ლიზი
სტუმარი ლიზი 21 აპრილი 2025 14:10
KoreaMania.Ge, ცუდად ნამდვილად არ დამიწერია პირიქით თქვენი საიტი ძალიან მიყვარს. უბრალოდ ადრე ნამდვილად არ თარგმნიდით ხოლმე სერიალებს რომლებიც უკვე ნათარგმნი იყო. ყოველთვის რაღაც ახალს და განსხვავებულს გვთავაზობდით. ცუდად ნამდვილად არ დამიწერია🩷
სტუმარი ნინო
სტუმარი ნინო 24 აპრილი 2025 07:48
გამარჯობა, ვინც უყურებთ, გთხივთ დამეხმარეთ... მეექვსე სერიის 32:19 წუთზე რატომ ამბობს ისინი რომ უმნიშვნელოა? და რატომაა ეს ვულგარული? მადლობა წინასწარ 💗

ჭუ იუნი რატომ ამბობს, რომ უმნიშვნელოა და რატომაა ვულგარული ეგ მაინტერესებს
taska
taska 28 აპრილი 2025 01:49
გამარჯობა 8,9და10 სერია არ ირთვება და გთხოვთ გამოასწოროთ
Infinity
Infinity 28 აპრილი 2025 14:27
taska, შეგიძლიათ მეორე ან მესამე ფლეერში უყუროთ. პირველ ფლეერში დაიბლოკა ეს სამი სერია.
კოდის განახლება