ბიონ მუ ჯინი დაქორწინებული იყო გუმ ე იონზე. ქალიშვილი, ბიონ მი რე, და ვაჟიშვილი, ბიონ ჰიონ ჯე ჰყავთ. ქორწინების პერიოდში მუ ჯინი სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ყველა წარუმატებელი აღმოჩნდა. მისმა ოჯახმა ვეღარ აიტანა იგი და გააგდეს. განქორწინების შემდეგ, ე იონმა ორი შვილის მარტო აღზრდისას სირთულეები გადაიტანა.
11 წლის შემდეგ, ახლა მაღაზიაში ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. მისი შვილები უკვე გაიზარდნენ. ქალიშვილს, მი რეს, სურდა გამხდარიყო ადამიანი, ვისზეც დედამისი დაეყრდნობოდა. მირე დიდ მაღაზიაში მუშაობს, ასევე ოჯახის მარჩენალია. ვაჟიშვილი, ჰიონ ჯე, სიმპათიურია, მაგრამ ოჯახს პრობლემებს უქმნის.
ერთ დღეს, მუ ჯინი გამოჩნდება როგორც სახლის მფლობელი, სადაც ისინი ცხოვრობენ. მუ ჯინს იმედი აქვს, რომ შეირიგებს თავის საყვარელ ყოფილ ცოლს ე იონს და მის მოხიბვლას ისევ ცდილობს, მაგრამ ქალიშვილი, მი რე, ეწინააღმდეგება მამის იდეას.
ჰიონ ჯე დისგან განსხვავებით, მამამისს მხარს უჭერს. ამასობაში, მი რე ურთიერთობაში ერთვება ნამ თე ფიონგთან. ის ერთ დროს ეროვნული ტაეკვონდოს გუნდის წევრი იყო და ახლა დაცვის თანამშრომლად იმავე დაწესებულებაში მუშაობს, სადაც მი რე. თავის ნამდვილ ვინაობას მალავს და იმ ფაქტს, რომ მამამისი ამ მაღაზიას ფლობს.