მოდი ჯერ მოგახსენებთ ვინ არიან ბაიბლი, ბილდი, პოი, პონდი და იოკი, ადამიანები, ვისზეც იქნება საუბარი. ასევე დავასახელებ ფანდომების სახელებს, რათა მერე არ გაგიკვირდეთ ვის ვახსენებთ:
Bible Wichapas Sumettikul - fandom name – BSUMEON
(კინნპორშეს ქასთის წევრი - ასრულებს ვეგასის (VEGAS) როლს);
Build Jakapan Putta – fandome name - BEYOURLUVE-
(კინნპორშეს ქასთის წევრი - ასრულებს პიტის (PETE) როლს);
BIBLEBUILD – fandom name – BUBBLE;
Pond Krisda Witthayakhajorndet – Be On Cloud-ის დირექტორი;
Poi Pachayamon Theewasujaroen-კინნპორშეს ნოველის ერთ-ერთი ავტორი;
Yok Sitthichai Panya - კინნპორშეს ნოველის ერთ-ერთი ავტორი;
Sammy - ბაიბლ ბილდის ახალი პროექტის - „4 წუთი“ (4 Minutes) ნოველის ავტორი.
რამდენადაც მოგეხსენაბათ კინნპორშე საკმაოდ პოპულარული BL ლაკორნია. მასში მონაწილე მსახიობებმაც ძალიან დიდი პოპულარულობა მოიპოვეს. იმდენად დიდი, რომ World Tour Concert-იც კი მოაწყვეს. ბილეთები სულ რამდენიმე წუთში იყიდებოდა, ხოლო მსახიობები ბოლომდე შრომობდნენ, თავს არ ზოგავდნენ სცენაზე და მთლიანად იხარჯებოდნენ.
დასრულდა ლაკორნი და დრო იყო ამ პატარა კომპანიას ახალი პროექტები დაეწყო. 2023 წლის 18 იანვარს გაიმართა ლაივ პრესკონფერენცია, სადაც ახალ პროექტებზე ისაუბრეს. მათ შორის იყო ბაიბლბილდის ახალი პროექტი - „4 წუთი“ (4 Minutes), რომლის ავტორიც სემი გახლავთ. მან საკმაოდ დადებითად ისაუბრა ამ წყვილზე და თქვა, რომ მას და პონდსუკვე დიდი ხანია ახალი პროექტი გეგმაში ჰქონდათ (როდესაც კინნპორშე რამდენიმე თვის დასრულებული იყო, ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა სემის და პონდის ფოტოები, შესაბამისად ყველა მივხვდით, რომ ახალ პროექტზე სემი იმუშავებდა, თუმცაღა არავინ ვიცოდით ვის ერგებოდა ეს წილად). სემმა ბაიბლის და ბილდის პროტოტიპებით დაიწყო პერსონაჟების წერა და მათთან ერთ მუშაობდა პერსონაჟების განვითარებაზე. მინდა გითხრათ, რომ ადრე რამდენიმე ინტერვიუში ბაიბლმაც და ბილდმაც დიდი სურვილი გამოთქვეს კრიმინალურ ლაკორნში მონაწილეობაზე და მათი პერსონაჟების პროტოტიპებიც დაასახელეს, შესაძლოა სულაც ამის მიხედვით მოქმედებდნენ, ვინ იცის.
ამ დღემ მშვიდად ჩაიარა, ყველა გახარებული და ბედნიერი იყო, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა.
საქმეში ჩაერთო პოი, რომელმაც, როგორც თვითონ იმ 43 წუთიან აუდიო ჩანაწერში აღწერს, ყველაფერი ბილდის გამო გააკეთა, თუმცა ამ ჩანაწერზე მოგვიანებით, იქამდე მთელი რიგი მომხდარი მოვლენები გვაქვს განსახილველი.
პოი და იოკი დიდი ხანია რაღაცას ამზადებდნენ, რაც პოის მისი ინსტაგრამ პოსტებიდან და ტვიტებიდან გამომდინარე ძალიან კარგად ეტყობოდა. მისი სამ ნოემბერს ატვირთული ტვიტით, სადაც ამბობს რომ „ის დაბრუნდა, და თანაც როგორ“ ამაზე მეტყველებს, და არა მხოლოდ ეს. ის დებდა სისიხლიანი ნიჟარის, ასევე ორსულობის დროს გადაღებული ექოსკოპიის სურათებს. ძირითადად ამ ორზე იქნა ყურადღება გამახვილებული, რადგან ასე ვთქვათ ერთმანეთთან კავშირში იყო... თუმცაღა ჯერ სად ვართ, როგორც შემდეგ ფანებმა გამოიძიეს, ეს ყველაფერი PINTEREST აპლიკაციიდან აღმოჩნდა გადმოწერილი. ანუ მოიძია ინტერნეტში სხვების მიერ დადებული მსგავსი თემატიკის ფოტოები და მერე ამ არსებამ თავისთან ატვირთა. თანაც წერდა, რომ მისი ყოფილისგან ძალადობის მსხვერპლი იყო და მან ბავშვის მოცილებაც კი აიძულა, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ავტომატურად სიცრუე გამოდის. მას შემდეგ, რაც მისი Fake ფოტოების შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, ამაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ Pinterest-იდან აღებულ ფოტოებს, აუდიტორიის მხრიდან მისი ისტორიის უფრო კარგად აღქმისა და ემოციების სწორად დანახვისთვის იყენებდა.
გადმოცინაცვლოთ აწმყოში:
პოიმ დაპოსტა, რომ ერთ-ერთმა მსახიობმა მისი სცენარი მოიპარა და მეორე მწერალს გადასცა. შემდეგ კი ვგებულობთ, რომ ეს მსახიობი ბილდი აღმოჩნდა, უფრო მეტიც, მისგან იმასაც ვიგებთ, რომ ყოფილიც, ვიზეც ამდენი ხანი საუბრობდა ასევე ბილდი აღმოჩნდა. მისმა გამომწერებმა პოის პოსტების შესახებ იცოდნენ და დაიწყო ბილდის მიერ ანტიპიარი. პოიმ დაიწყო მისი და ბილდის მიმოწერების სქრინების დადება, რომლებიც საკმაოდ უხეშად იყო მოჭრილი და მის სასარგებლოდ მეტყველებდა. ერთ-ერთ სქრინში იყო მის მიერ გაგზავნილი ფოტო, სადაც მკლავზე ჩალურჯებები ეტყობოდა, რითიც ამტკიცებდა, რომ ეს იყო ძალადობის და აგრესიის შედეგი. შესაბამისად, ბილდი დასახელდა ქალზე მოძალადედ. მოგეხსენებათ საზოგადოებისთვის ეს თემა რა მტკივნეულია, თუმცა აზიელები განსაკუთრებულად მძაფრად განიცდიან ამ საკითხს. ამას ისიც ემატება, რომ თავად ქალმა თქვა, რომ მასზე იძალადეს, იქ უკვე არავის აინტერესებს სიმართლეა თუ არა, ადამიანის ცხოვრება და კარიერა დასრულებულია (ამ შემთხვევაში ცნობად სახეებზე მაქვს საუბარი).
როდესაც პოიმ ეს ამბები წამოიწყო, კინნპორშეს ქასთი და BOC (Be On Cloud) სტაფი წასული იყო იაპონიაში, საიდანაც პონდმა ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთ განაცხადი, რომლითაც დაადასტურა რომ ამ ორს შორის ნამდვილად იყო ახლო ურთიერთობა და ამ ეტაპზე ერთმანეთის დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდნენ. პოის სქრინების გამოქვეყნების შემდეგ, ბილდმა ასევე გამოაქვეყნა სქრინები, რომლებიც ბევრად უფრო დამაჯერებელი გახლდათ, რადგან არ იყო მოჭრილი. შემდეგ კი ბილდმა მისი ყველა სოციალური ქსელის ექაუნთს დეაქტივაცია გაუკეთა. რა თქმა უნდა, ამხელა სკანდალის შემდეგ ბილდი არ გამოჩნდებოდა დაგეგმილ ივენთზე, მაგრამ ყველაზე ამაზრზენი და დღემდე უპატიებელი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, პირველი მისი ოჯახის წევრებისთვის, არის ის, რომ BOC დირექტორმა პონდმა, იაპონიიდან ის მარტო გამოუშვა. ბანგკოკში მარტოდ მარტო დაბრუნებულ ბილდს აეროპორტში მამამისი დახვდა. ეს მისი ოჯახისთვის მძიმე კადრები იყო, მისმა დამ თქვა რომ იტირა, როცა მისი პატარა ძმა მარტოდ-მარტო დაინახა.
შემდგომ მოვლენები ისე ვითარდება, რომ Be On Cloud-მა განცხადებას აკეთებს ბილდის აქტივობების გაურკვეველი დროით შეჩერების თაობაზე. ასევე განაცხადეს, რომ იქნებოდა ლაივ პრესკონფერენცია, სადაც ყველა მხარის წარმომადგენელი ერთად დასხდებოდნენ: ბილდი, Be On Cloud-ის წარმომადგენელი და პოი. ამ განცხადებამ, საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ძალადობის ბრალდება არ არის სახუმარო და ერთად როგორ უნდა დამსხდარიყვნენ პოტენციური მოძალადე და პოტენციური მსხვერპლი. მოგვიანებით პოიმ ლაივში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ არ აპირებდა იმ ლაივში დაჯდომას და ბილდის ბოდიშების მოსმენასთან ერთად მისი ნიანიგის ცრემლების ყურებას. პოის განცხადების შემდეგ კომპანია აქვეყნებს პოსტს იმის თაობაზე, რომ ლაივი პოის გარეშე, მაინც გაიმართებოდა. 2023 წლის 28 იანვარს, ბილდმა Be On Cloud-ის იუთუბ არხის ლაივში განაცხადა მისი კომპანიიდან წასვლის შესახებ და საუბრობს საკუთარ უდანაშაულობასა და საკუთარი სიმართლის უკვე სასამართლოში დამტკიცებისთვის მზაობის თაობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ბილდი ტოვებს კომპანიას და იწყებს მარტო ბრძოლას საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. აქვე აღსანიშნავია საინტერესო ფაქტი, ამ მოვლენების პერიოდში პოიმ განაცხადა, რომ ბილდს სასამართლოში უჩივლა, ასევე დადო ფოტო სადაც საჩივარი იყო აღბეჭდილი. საინტერესო სწორედ ისაა, რომ ბილდს არანაირი სასამართლო მოწვევა არ მიუღია, თუმცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ბილდი იყო ის, ვინც პირველმა შეიტანა სასამართლოში საჩივარი.
მოგეხსენებათ პრობლემებში გახვეულ ადამიანს, უფრო მეტს უმატებენო და ბილდიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი. მას ერთ-ერთმა სხვა ფანდომის წევრმა (როგორც მერე აღმოჩნდა 17 წლის ადამიანმა) მოუგონა და გაუვრცელა ინფორმაცია ჯგუფურ გაუპატიურებაზე. ეს ადამიანი იდენტიფიცირებული იქნა პოლიციის მიერ, რის შემდეგაც საჯაროდ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ მისი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ალბათ ახლა იტყვით, რაში სჭირდება მისი ბოდიში ადამიანი სასიკვდილო განაჩენისთვის გაიმეტაო, მართლია ჩვენ და ბილდს არ გვჭირდება ეს ბოდიში, იმ ადამიანს თავად ესაჭიროება ეს, რათა გაიაზროს და გაიზარდოს. ყველა ადამიანები ვართ და უშეცდომო არავინაა, მე მხოლოდ იმას ვუსურვებ, რომ კარგ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბილდს ადვოკატი ჰყავს აყვანილა და მაქსიმალურად ადევნებენ სოციალურ ქსელს თვალს, არავის აპატიებენ ერთ ცილისწამებასაც კი.
მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბოლომდე მჯეროდა პონდის ადამიანობის, რაღაცნაირად ვფიქრობდი, რომ ბილდს დაიცავდა, თუმცაღა ეს არ მოხდა პირველ ჯერზე და რა თქმა უნდა არც ახლა იყო გამონაკლისი. მას მისი მსახიობები მაშინაც კი არ დაუცვია, როდესაც პოისა და იოკის მხრიდან აშკარა ბლინგის, ჩაგვრის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მომენტები შეინიშნებოდა... არსებობს ამის კადრებიც.
მოდით ახლა შემოგთავაზებთ, სქრინების მცირედ თარგმანს, შემდეგ კი გადავიდეთ 43 წუთიან დიალოგზე პოსა და ბილდს შორის.
ერთ-ერთი სქრინიდან არსებული შეტყობინება:
„პოი: ბიუ, შენ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, ამის მერე უფრო ძლიერად მეყვარები. ვაღიარებ, იმდენად ძლიერად მიყვარხარ, რომ შენი სახის დანახვა აღარ მინდა, აღარასდროს. დაგარტყი იმიტომ რომ მიყვარხარ, მაგრამ მაპატიე რომ ასე ძლიერად მომივიდა, არ ვიყავი დარწმუნებული რომ ამდენს დავკარგავდი. ახლა არ მინდ სევდაზე გავამახვილო ყურადღება, შენ მთელი ჩემი სამყარო ხარ, ვაღიარებ რომ ბულერი ვარ. ახლა მე შენ გიშვებ და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი. მადლობა რომ გიყვარვარ. ისე ძლიერ მიყვარხარ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მადლობა.
პოი: იყავი ისეთი ძლიერი, როგორიც მე ვარ.
პოი: ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია და ვიცი, შენ ამას გადალახავ! და ეს დარტყმა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მინდა გახსოვდეს! მე არ მძულხარ!“
ასევე ედო ინსტაგრამ სთორიზე მსგავსი შეტყობინება: „მე შემიძლია ცნობილი გაგხადო, მაგრამ ასევე შემიძლია გაგანადგურო!!! შემიძლია ცხოვრება გაგინადგურო, უბრალოდ მოითმინე და ნახავ! არ მოგცემ ამ ინდუსტრიაში მშვიდად ცხოვრების უფლებას! ჯანდაბა!!!“
ამას გთვაზობთ ყველაზე მცირეს. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ ბილდს 3 მილიონი გამოძალა.
მოდით ახლა გადავიდეთ 43 წუთიან ხმოვან ჩანაწერზე, რომლის წარმოება ბილდმა სავარაუდოდ მაშინ დაიწყო, როცა პოიმ მის მიმართ სერიოზული მუქარები გააჟღერა, ან იქნებ საერთოდაც ამოღებული იქნა ეს სამხილის სახით.
ნორმალური საიტი სადაც ყველაფერს დეტალურად დებენ და კარგად განიხილავენ ეს საიტი აღმოჩნდა https://vk.com/loveeeebyychancee. რა თქმა უნდა, ნებართვა ავიღეთ და უპრობლემოდ დაგვთანხმდნენ.
ხშირად შეგხვდებათ მესამე პირში საკუთარ თავზე საუბარი, ამიტომ დიდად ამაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ასეთ ლაპარაკი იმ კულტურაში სრულიად მისაღებია.
ბილდისა და პოის საუბრის 43 წუთიანი აუდიო ჩანაწერი
„პოი: 0:00-დან 0:48-მდე?? (ტირის)
ბილდი: მართლა არ ვიცოდი… პოი. ბიუმ არაფერი იცოდა. ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით…მე არასოდეს გამომიყენებია შენი იდეები. (ტირის)
პოი: ჩვენ ერთმანეთი არ გავანადგურეთ. შენ ჩემი ოცნებები გაანადგურე, 01:12 (გაურკვეველია რას საუბრობს).
ბილდი: ბიუმ არაფერი ცის.
პოი: ეს ჩემი ოცნებაა. ეს ძალიან დიდი პროექტია. ახლა ეს ყველეფერი ჩაიშალა (ტირის). ისინი ფიქრობდნენ, რომ მე მოგეცი. ისინი ფიქრობენ, რომ მე ვუღალატე კომპანიას.
ბილდ: ამ მომენტში არაფერი არ ვიცი, პოი
პოი: ეს რატომ გაუკეთე პოის? ყველაფერი განადგურებულუა. მათ ყველაფერი უკან წაიღეს. 1:48 (გაურკვევლად ლაპარაკობს და ტირის)
ბილდი: მართლა არაფერი არ ვიცი, პოი. არ ვიცი.
2:31 (ნაწილი რომელიც მთრგმნელმა ვერ გაიგო და შესაბამისად არ გადათრგმნა)
პოი: ის ნივთბი (ბიუს მიერ გაგზავნილი საჭუქრები) რაც გამომიგზავნე, ისევ იმ მდგომარეობაშია, არ შევხებივარ.ის დღე არასდროს დადგება, შენ რომ არ მეყვარები/შენს სიყვარულს არ შევწყვეტ. მე ყოველთვის ვფიქრობდი.... ის რაც შენ გააკეთე მეტისმეტი იყო.
ბილდი: არ ვიცოდი, პოი. ასე არადროს მოვიქცეოდი
პოი, 3:10: (გაუგებარია)… საერთოდ წარმოდგენა გავს, ამან ჩემი ცხოვრება და ოცნებები, როგორ გაანადგურა?10 მილიონი ბატით დამაჯარიმეს ინფორმაციის გაჟონვისთვის.
ბილდი: გეფიცები არაფერი არ ვიცი.
პოი: მათ მტკიცებულებები ჰქონდათ... როდესაც ქასთინგის ფოტოები ვთხოვე. მათ შენი ფოტო ქონდათ.
ბილდი: მართლა არაფერი არ ვიცი. მე ეს არ გამიკეთებია.
პოი: ვნებდები… წერა აღარ მინდა…საერთოდ არ მინდა ვინმე ვიყო....ახლა...ნება მიეცი გაიგო, თუ რატომ მოხდა ეს.
ბილდი: მართლა არ ვიცი, პოი.
პოი: ახლა კმაყოდილი ხარ, ბიუ?
ბილდი: 4:35 (გაუგებარია)… შენი ღალატი არასოდეს მიფიქრია, პოი. არასდროს არ გამივლია გონებაშიც კი ამის გაკეთბა.
პოი: 4:46 (გაუგებარია)
ბილდი: არა… არა… არა.
პოი: არ მეგონა, რომ ამ მეთოდის გამოყენება შეგეძლო.
ბილდი: არ ვიცი, პოი.
პოი: ადრე იოკი მეუბნებოდა, რომ შენთან ურთიერთობა გამეწყვიტა... და ამის მაგივრად მეგობრული ურთიერთობა დამებრუნებინა... როდესაც იოკი ასეთს მხდევას ... ცუდად ხდება/“გულის შესტკივა“ მან მკითა, სხვა ვინმესთვის ხომ არ მქონდა ნათქვამი. ჩათი გავხსენი. კომპანიას ეგონა, რომ იოკმა ხალხს უთხრა.
ბილდი: არაფერი არ ვიცი… სიმართლეა. გულიდან გეუბნები. არავისთვის არაფერი მითქვამს.... სიუჰეტზე ან სახელზე.... მე არ ვარ ის ვინც ეს გააჟღერა.... მართლა. მაგრამ პოი ასე მოიქცა. ჩვენს ჩატებზე არაფერი მითქვამს.
პოი: ბიუ რატომ… რამდენად შორს უნდა წავიდეს ეს… საერთოდ გიყვარდი? ისე ძლიერად რომ მსგავსი რაღაც გააკეთ? ასე რატომ მოიქეცი?
ბილდი: პოი… პოი, მე ეს არ გამიკეთბია … არ აქვს მნიშვნელობა რისთის… მიყვარდი, მიყვარდი (რა სიკვდილმა დაგიბნელა თვალს)… ამას ნუ შვები… მართლა არაფერი გამიკეთბია. მინდა, რომ დამიჯერო, იმიტომ, რომ ეს მე არ გამიკეთებია. მართლა ფიქრობ, რომ შენი ღალატი შემიძლია? ჩემს წინაშე დამსახურება გაქვს, ხომ ასეა?
პოი: საკმარისად, მამაცური რომ… მინდა ყველაფრისთის შური ვიძიო. იმ დროისთვის რაც გავიდა… მინდოდა გცოდნოდა… მე თუ დამკარგავ… საკუთარ თავს დაკარგავ. უბრალოდ მინდოდა ჩმთნ დაბრუნებულიყავი. პოი სიმართლეს ამბობს. მე უბრალოდ მინდოდა, ჩმთან დაბრუნებულიყავი. ეს იმიტომ გავაკეთ, რათ გაგეგო, რას დაკარგავ, ჩემი დაკარგვით....არ ვიცოდი, რომ ყველაფერი ასეთ სახეს შეიძენდა.... ვფიქრობდი, რომ ისევ ერთად ვიქნებოდით. მე მივეჩვიე იმაზე ფიქრს… ვთვლიდი, რომ დაბრუნდებოდი. ყველა ნივთი მანქანაშია… მათ არ შევხებივარ, არაფერი გამიკეთბია… ვიმედოვნებდი, რომ უკან დაიბრუნებდი. ნივთბი, რომლებიც შენ მიყიდე, ჩანთაშია… ფიქრობ მათ ტარება შემიძლია, ეს ყველაფერი წარსულიდანაა… შენი სხეული ძალიან დიდია (ვერ გავიგე).
პოი: საკუთარი თავის მოტყუებას ვცდილობდი, რომ აღრ მიყვარხარ. ახალი შეყვარებული მყავდა, მაგრამ უკვე დავშორდი. ვგრძნობდი, რომ.... ყველაფერს დავკარგავდი, თუ მასთან ვიქნებოდი. მინდოდა გცოდნოდა.... როგორი ვარ ახლა. პოი მართლა ფიქრობდა ამაზე. ჭკუიდან შევიშალო თუ არამზადა ვიყო.... მკითხავთან ვიყავი და ბედის ბარათს დავხედე, თუ რა გველოდა წინ… ადამიანი რომელსაც ადრე ვხვდებოდი... კარგი ადამიანია… მაგრამ პოის ის არ უყვარს… სულის სიღრმეში ვიმედოვნები, რომ ისევ ერთდ ვიქნებოდით...მე უბრალოდ მინდოდა, რომ შენს ეს გმახსოვრებოდა.
პოი: ამჯერად ვცდილობდი უფრო მკაცრად დამესაჯე იმით, რომწაგართვი ყველაფერი, ყველაფერი რაც მოგეცი. თუ ამ ყველაფრის უკან დაბრუნება მოგინდება… ამას შეძლებ… მე უბრალოდ მინდოდა მიმხვდარიყავი / გაგეაზრებინა. თუ შურისძიება მოგინდება… მაშინ ნებისმიერ დროს. შე ნ მკითხე... 10 მილიონი ბატი.... მინდოდა თუ არა... არ მინდა... მაგრამ ეს ერთადერთი შანსი იყო იმისა, რომ ჩემი გამხდარიყავი.. იქნებ ეგოიტი ვარ... მაგრამ შენ მე ყველაზე კარგად მიცნობ... უბრალოდ მინდოდა დაგმუქრებოდი... შეიძლება მე ნაგავი ადამიანი ვარ.
ბილდი: მაშინ, ეს რატომ გააკეთ პოი?
პოი: ისე კითხულობ, თითქოს საერთოდ არ მიცნობ...
ბილდი: გიცნობ, მაგრამ რატომ?
პოი: უბრალოდ მინდოდა დაგმუქრებოდი და შემეშინებინე (შენიშვნა: მას უნდოდა რომ ბიუს ენერვულა დანპატიება ეთხოვა)… ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ჩამოიშალა… ყოველ შემთხვევაში… ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ისე არ არის.
ბილდი: მინდა იცოდე, რომ მე ეს არ გამიკეთბია… არავისთვის არაფერი მითქვამს… მართლა.
პოი: ოდესმე გიფიქრია, რომ ჩემთან ისევ საყვარლად გესაუბრა? (გულისხმობს, შეუძლიათ თუ არა ძველეურად საყვარლად საუბარი)
ბილდი: ყოველთვის ასე ვფიქროდი… ყოველთვის ასე ვფიქრობდი.
ბილდი: ის, რაც შენ დაწერე და დაპოსტე ჩემზე… მაშინებს… მე ვცდიდი შენთან თავაზიანად საუბარს, შენც თუ იგივეს გააკეთებ. რის გაკეთებას აპირებს პოი? ვცდილობდი წამეკითხა ისინი, შენი წერილები. ვფიქრობდი, თუ პოი პოი მოვა და საყვარლად ვისაუბრებთ-მეთქი. ვისურვებდი,ისევ გვეცინა ერთად / მხიარულად გაგვეტარებინა დრო.
პოი: ფიქრობ, რომ მე არ მინდა ეს?
ბილდი: არავის არ უნდა ასე ყოფნა.
პოი: ჩემი არ გესმის?… მართლა არ გესმის? როგორც ადრე, ვადასტურებ, რომ შენ ცნობილი გახდი და მე მიმატოვე. ის სიტყვები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში / გონებაში. თითქოს ცნობილი გახდი და მიმაგდე. ყველაფერი გაწყვიტე… უბრალოდ მინდოდა, შენს მიმართ ისეთივე სასტიკი ვყოფილიყავი, როგორიც შენ იყავი ჩემ მიმართ. როცა ამას ვინემ შენ გიკეთებს, რამდენად მტკივნეულია. ეს ყველაზე საშინელებაა, იცოდი? შეგიძლია არ დამიჯერო ჩემი შენს მიმართ სიყვარულის გამო. დღევანდელ დღემდე… შენი სიყვარული არ შემიწყვეტია.
პოი: ამბობდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, მსგავს რაღაცებს არ ჩაიდენენ. თუ გიყვარვარ…. არ დაუშვებ, რომ ეს ასე იყოს.
ბილდი: არასდროს მიფიქრია თავში ჩარტყმაზე (=ღალატზე/გაცემაზე)
პოი: შენ ეს უკვე გააკეთე… უკვე გააკეთე. შენ არასდროს არაფერს გაგიცია (გულისხმობს, რომ ის არასდროს არც კი ფიქობდა მისთვის სამაგიეროს მიცემას, როგორც ამას თვითონ აკეთებდა). ყველაფერი რასაც აკეთებ ისაა, რომ თავიდან მიშორებ. იმ დროიდან, რაც მსოფლიო ტურნე დაიწყო… ხომ არ ფიქრობდი, რომ ვერ გავიგებდი? ფიქრობ, რომ ვერ ვამჩნევ. შეგიძლია ყველაფერი უარყო… მაგრამ შენი ქცევებიდან… ეს ცხადია… მაგრამ შენ ვერ ხედავ… ახლა მე უსარგებლო ვარ… რადგან იმ დრამაში აღარ მოგიწევს თამაში, რომელსაც მე ვწერ… ასე რატომ გამოვიდა ( გულისხმობს, რომ ახლა ბიუ ცნობილია, შეიცვალა და პოი აღარ სჭირდება, რომ წარმატებული იყოს)
პოი: ბოლო ორი წლის განმავლობაში შენთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მსოფლიო ტურნეს შემდეგ შენ შეიცვალე. შენ თვითონ თუ შეამჩნიე? მე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი…
(ხმაური უკანა ფონზე)
პოი: რა ხმაა?
ბილდი: რა?
პოი: რა ხმა იყო?
ბილდი: ჩემი ცხვირი (სურდოს აქვს)… არ მინდა, რომ ასე ფიქრობდე ან საკუთარ თავს ასე ხედავდე.
პოი: მაგრამ ეს უკვე მოხდა. იძულებული გავხდი, კომპანიასთან ერთად სასამართლოსთვის მიმემართა. სამხილები / მტკიცებულებები კი ჩემ წინააღმდეგ აღმოჩნდა.
ბილდი: მართლა არაფერი არ ვიცი… არაფერი ვიცი… არასდროს მიფიქრია, ამის შესახებ ვინმესთვის მომეყოლა (გულისხმობს პროექტს “4 წუთი”)
ბილდი: პოი… არაფერი არ ვიცი. დიდხანს განვიხილავდით (პროექტს). არ შემიმჩნევია… ნამდვილად არ ვიცი.
პოი: როცა სათაური გითხრეს… ყურადღება არ მიგიქცევია?
პოი: როცა თქვი, რომ ეს გარშემომყოფებს დააზარალებს… ვისზე იმოქმედებს? ვერავის ვხედავ, ვინც ამით დაზარალდა.
ბილდი: ბაიბლი.
პოი: და? სხვა ერთობლივ პროექტს ვეღარ გააკეთებთ?
ბილდი: ეს სიმართლეა… პოი, ნამდვილად არაფერი ვიცი.
პოი: რატომ?
პოი: ნუთუ ჩემი სიუჟეტი ამდენად კარგია… რომ მცოდნოდა, რა მოხდებოდა… ვეტყოდი Netflix-ს პირველებს დაგვეანონსებინა… ეს იმიტომ გააკეთე, რომ სახე არ დაგეკარგა? (“4 წუთს” გულისხმობს)
ბილდი: არაფერი არ ვიცი… პოი… არ ვიცოდი… მე არ მითქვამს.
პოი: თუ სახის შენარჩუნება გინდოდა (იგულისხმება კარგი იმიჯი)
ბილდი: არა… საერთოდ არა.
პოი: პირდაპირ ახლა… არავის არ უყვარხარ თუ თუ შენ არ გრძნობ თავს განსაკუთრებულად, როგორც ჩემთან იყო? ასე რომ სახის შენარჩუნება გინდოდა და ეს გააკეთე, პონდს უთხარი…
ბილდი: ეს მე არ გამიკეთებია, პოი… არასდროს მიფიქრია მსგავსი რამ…
პოი: ეს იმიტომ გააკეთე, არ გინდოდა სახე დაგეკარგა… ყურადღება გჭირდებოდა / გინდოდა თავი მნიშვნელოვნად გეგრძნო?
ბილდი: არა… პოი… ეგრე არაა…
პოი: თუ მოვკვდები… შენ მშვიდად უყურებ, ასეა?
ბილდი: არა… არააააა… არ მჭირდება სახის შენარჩუნება (იგულისხმება კარგი იმიჯი) ან რამე ეგეთი, რაც პოიმ თქვა… იმის თქმა მინდა შენთვის, რომ ეს მე არ გამიკეთებია. რომ არ ვიცოდი… რომ არაფერი არ ვიცოდი.
პოი: ხომ არ ფიქრობ, რომ ეს დამთხვევაა… ასეთი დიდი დამთხვევა… როგორია იმის ალბათობა, რომ სიუჟეტი შეიძლება ისეთივე აღმოჩნდეს.
ბილდი: არ შემიძლია იმ ყველაფრის თქმა, რისი მოსმენაც შენ გინდა… მაგრამ ეს, მართლა არ ვიცოდი.
პოი: როცა თქვი, რომ არ იცოდი “4 წუთის” შესახებ… შენ ითამაშე ეს როლი… კანდაბა, როგორც ჩანს, ეს ჩემი კარმაა… არ ამბობ?
პოი: ამ მომენტში… რამე ფული გაქვს? (ეკითხება, აქვს თუ არა რაიმე ფინანსური სირთულეები)
ბილდი: არა…
პოი: სამუშაოდ და ფინანსური პრობლემები… როგორია?
ბილდი: ჯერ ცხოვრება შემიძლია… ჩემი სახლის იპოთეკაში ჩადებას ვაპირებ.
პოი: სახლის იპოთეკაში ჩადებას აპირებ?
ბილდი: ნუთუ შენი მშობლები შენზე არ ნერვიულობენ?... იმის გამო, რომ ასე მოულოდნელად გაქრი…
ბილდი: შენზე მხოლოდ კარგს ამბობენ. ისინი შენ არაფერში გადანაშაულებენ, ამაზე ნერვიულობა არ ღირს.
პოი: ყველაფერი ასე რატომ უნდა შემოტრიალებულიყო?
ბილდი: ისინი უბრალოდ ღელავენ… რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ… მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
პოი: ყველაფერი რომ გაგეკეთებინა, რაც შეგეძლო… ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა… არ ღირდა ასე მომქცეოდი… ბიუს ასე არ უნად ეტკინა ჩემთვის გული (მთარგმნელი დარწმუნებული არ არის, რას გულისხმობენ ამაში)
ბილდი: არასდროს მიფიქრია შენთვის ტკივილის მოყენება… დაივიწყე, პოი… ეს საკმაოდ მტკივნეულია (გულისხმობს, რომ მისთვისაც მტკივნეულია)
პოი: ყოველთვის ვეჭვობდი, რომ კიდევ ვიღაც გყავს…
ბილდი: არავინ არ მყოლია… არავინ. ყველა მეუბნებოდა, რომ სხვებისთვისაც მიმექცია ყურადღება… სხვა გამეცნო… ან შემესვენა. მეშინია, უკვე ვეღარავის ვენდობი.
პოი: ყველა გეუბნებოდა…ვინ იყვნენ?
ბილდ: პი’პონდი და პონგი… ყველა.
პოი: იმას გულისხმობ რომ… ვინმესთან ერთად ყოფნას აპირებდი…
ბილდი: არა, იმას ვგულისხმობდი, რომ… რომ უკან დამეტოვებინა პოი, რადგანაც დავშორდით.
პოი: ცუდი ადამიანი ვარ, ხომ ასეა?
ბილდი: არა.. ირგვლივ ყველა ხედავს შენს გრძნობებ. მათ ჩარევა არ უნდათ… რადგან ჩვენ ზრდასრულები ვართ. რადგან ეს ჩვენი პირადი პრობლემაა. აი რატომ არაფერს გვეკითხებოდნენ ამაზე… მათ სიტუაცია ესმოდათ. ხალხის, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას აპირებენ… მათ არ ვენდობი… იმიტომ რომ მეშინია… არავისზე ნდობა არ მინდა.
პოი: ვფიქრობდი, რომ შეიცვალე, რადგან ვიღავ ახალი იპოვე. ირგვლივ ყველაფერი ამაზე ფიქრს მაიძულებდა. ვცდილობდი ახალი ცხოვრება დამეწყო… მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია. საერთოდ არ შემიძლია ამის გაკეთება… პოის არ შეუძლია. იცი, ის ნივთები რომლებიც გამომიგზავნე… ჩანთიდანაც კი არ ამომიღია. იმიტომ რომ შენზე ყურება არ შემიძლია… ვცდილობდი თავიდან დამეწყო… არის ერთი ადამიანი. ვფიქრობდი, დამესხმარებოდა თავი უკეთ მეგრძნო… მაგრამ დავშორდი… იმიტომ რომ შენი დავიწყება არ შემიძლია… იცი ვინაა ეს ადამიანი… ის ნამდვილად ცნოილია. მიუხედავად ამისა, ვერ მოგიგო. იცი, ვისზე ვლაპარაკობ?
ბილდი: არ ვიცი… მას შემდეგ, რაც ერთმანეთის განახლებებზე თვალყურის დევნება შევწყვიტეთ.
პოი: ჯუნჰო 2 pm-დან.
ბილდი: თქვენ ერთმანეთს კარგად უგებთ? (ბიუ, აქ თავს ისულელებ თუ მართლა გჯერა ამ პინტერესტის ვირთხის?)
პოი: მასთან ერთად ვიყავი კულისებში…და კორეაშიც ერთად დავბრუნდით.
ბილდ: და როგორია, ვინმე ახალის გაცნობა?
პოი: იცი რა მოხდა? უარესად გავხდი.
ბილდ: რატომ?
პოი: იმიტომ რომ შენ გამახსენდი, იმიტომ რომ შენი დავიწყება არ შემიძლია.
ბილდ: ყველაფერს დრო სჭირდება, პოი.
პოი: არ გამაგდო… მას უკვე დავშორდი… ერთობლივი პროექტი გვქონდა… ასე გავიცანი… დავახლოვდით. მოგვიანებით ყველა პროექტი გავაუქმე.
პოი: დაჯილდოების ცერემონიაზე… ყველაფერი კარგად მიდიოდა… მაგრამ მერე ყველაფერი შეწყდა 6-ისთვის. იმ დღეს, როცა შენ შეგხვდი… 18-ში ყველაფერი საბოლოოდ განადგურდა.
პოი: კარგი… დაგიჯერებ, რომ შენ არ იყავი, ის ვინც ყველაფერს მოყვა.
ბილდ: არავისთვის მომიყოლია… არასდროს არც მიფიქრია შენი ღალატი, პოი. შენთან გულწრფელი ვარ… არ ვიცი, რამდენად გულწრფელი უნდა ვიყო… მართლა არავისთვის მომიყოლია.
პოი: ვცდილობ დაგიჯერო… ყველაფერი შევაჩერო… საზოგადოებაში… დაგიჯერებ.
ბილდ: მადლობა. (ეს ისე ჟღერდა თითქოს მადლობას უხდიდა გაგებისთვის)
პოი: გთხოვ, შეგიძლია ისევ ის ადამიანი იყო, რომელსაც ოდესღაც ვიცნობდ…
ბილდ:მე იგივე ვარ, პოი.
პოი: მეჩვენებოდა, რომ სრულიად შეიცვალე… მთელი ეს დრო ვფიქრობდი…
ბილდ: ახლა… პოი… მე ისევ იგივე ვარ… ის დღეები მენატრება, როცა იოკი, პოი და ბიუ ერთად იყვნენ. ვისურვებდი, რომ იმას დავუბრუნდეთ, როგორებადაც ყოფნას ვიყავით მიჩვეული… მინდა, რომ იმ დროში დავბრუნდეთ, როცა ერთად ვიცინოდით… მაგრამ იმ მომენტში, როცა შენი პოსტი დავინახე… არ მინდოდა, რომ ეს მხსომებოდა.
პოი: ის დრო არ გენატრება, როცა მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით?
ბილდ: რა თქმა უნდა, მენატრება… ის დღე, როცა ზღვის სანაპიროზე ერთად ვჭამდით… გახსოვს, რა ბედნიერები ვიყავით?
პოი: ისევ ის ადამიანი ხარ, ხომ? შემიძლია მჯეროდეს, რომ ისევ იგივე ხარ?
ბილდ: კი, შეგიძლია, პოი.
პოი: იცი, რაზე ვფიქრობდი… შენ რატომ გადანაშაულებდი? იმიტომ რომ ვიღაც სხვასთან დაგინახე. მეჩვენებოდა, რომ სხვა ადამიანი ხარ… პოი დაგიჯერებს… ამას გავაკეთებ… რაც არ უნდა მოხდეს… მნიშვნელობა არ აქვს სიცილით თუ ტირილით… თუ რამე მოხდება… ერთადერთი, ვინც ჩემს შეჩერებას შეძლებს, იგივე ადამიანია… უბრალოდ მინდოდა ყველაფერი აგეხსნა… დამლაპარაკებოდი… ესა და ეს. შენ არასდროს გჯეროდა ჩემი სიყვარულის.
პოი: იცი, რატომ ვარ ასეთი… იმიტომ რომ ასე ძალიან მიყვარხარ… იმ დონემდე მიყვარხარ, რომ აღშფოთებული ვიყავი, როცა ყველაფერი გაანადგურე… თუ მკითხავ, თავს ვიდანაშაულებ თუ არა… ვიდანაშაულე… იმდენად ძლიერად მიყვარხარ, რომ თავს უიმედოდ ვგრძნობდი… ეს ცეცხლში გადაიზარდა… ცეცხლში, რომელიც ირგვლივ მყოფ ადამიანებზეც გადავიდა და დღემდე ანთია… მაგრამ ის, რაც არ დაიწვა… სიმართლე არ არის, რომ ეს სიყვარულია?… მიყვარხარ, ასეთი ვარ… ისე ძალიან მინდოდა შენთან ერთად ყოფნა… როგორი დროის ფუჭად ხარჯვა იყო… მინდოდა შენს მხარეს ვყოფილიყავი, აი რატომაა პოი ასეთი… აი რატომ ვარ ასეთი… შენ შედეგებზე არ იფიქრე… ჭკუიდან გადამიყვანე… იმიტომ რომ მე შენ ასე ძალიან მიყვარხარ… იმაზე ძლიერად, ვიდრე შენ შეგიძლია წარმოიდგინო… იმიტომ რომ შენ გააკეთე ეს… შენ მაინც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია… როცა ამბობ, რომ შენ არაფერი ჩაგიდენია… მე მჯერა შენი… მე გავჩერდები. იმიტომ რომ მიყვარხარ… ყოველ დღე მენატრები… ყოველ დღე და ღამე… შენს ფოტოს საფულეში ვინახავ… როცა ტაძარში ან სადმე მივდივარ… მოწყალებას გავცემ / შენზევლოცულობ… შენზე ვღელავ… ბიუს სახლზე ვღელავ(გუკისხმობს ბიუს და მის ოჯახს)… მეშინია, რომ შენი მშობლები ნერვიულობენ… აგრამ ახლა… უკვე გავაკეთე ეს… იმ დღეს, იმ დროს… მაგრამ გავაცნობიერე… რომ ეს საშინელებაა… ისეთი გაბრაზებული ვიყავი… რომ წყენაში გადამეზარდა… და არაფრით არ შემეძლო ამის შეჩერება… ახლა, ამ მომენტში… ის, რაზეც ვფიქრობ… არც მე არ მინდა სხვა არავინ. ახალი ადამიანების გაცნობა არ მინდა… ან მათი ჩემს ცხოვრებაში მოძებნა… აღარ მინდა შეყვარებულის ყოლა, როგორც ადრე… უბრალოდ შენთან ყოფნა მინდა… მინდა შენთან ერთად დავლიო ღვინო… უბრალოდ შენთან ერთად ვიყო… მინდა, Asia team-ზე შენთან ერთად წავიდე… ვერ ვბედავ ამის გაკეთებას… მინდა, შენთან ერთად ვისეირნო… შენც გინდა? მითხარი?!... ადრეც მითქვამს… მე შემიძლია ყველაფერი მოგცე… უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი ისევ ისე იყოს როგორც ადრე… ვიცი, რომ შენ ჩემგან უკვე აღარაფერი აღარ გინდა…
ბილდი: მინდა.
პოი:ვცდილობ გითხრა, რომ მინდა ყველაფერი ძველებურად იყოს.
ბილდი: არის ერთი რამ, რაც მინდა გთხოვო.
პოი: რაა? მითხარი.
ბილდი: შეგვიძლია ისევ მეგობრები ვიყოთ, როგორც ადრე? ისე, როგორც შენ ამბობ?
პოი: რატომ… რატომ… ველოდი ამას როდის მეტყოდი(ტირის)… არასდროს მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან გამქრალიყავი.
ბილდი: ყველაფერი კარგადაა.
პოი: მაპატიე… (ტირის)… შენი მჯერა.
ბილდი: ჰმმმმ….“
აი ეს არის სრული საუბარი, როგორც ხედავთ ყველაფერი ვერ ითარგმნა და გარკვეულ ადგილებში ჩავარდნაა.
ახლა ერთადერთი რასაც ველოდებით, მოვლენების შემდგომი განვითარებაა. ძალიან მალე მინდა სასამართლო პროცესი ჩატარდეს. BOC-ს კარგა ბლომად პრობლემები შეექმნა, სოციალურ ქსელებში მისმა გამომწრების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ტაივანში ბილეთები ძლივს გაყიდეს, თუმცა ბაბლებმა და „ურლუვეება“ მოახერხეს და ბილდისთვის ლურჯი ოკეანე მოაწყვეს, რამდენადაც ის ბილდის ფერია. ასევე იგრძნობოდა ბაიბლისგან მხარდაჭერა, მან მიკროფონს ლურჯი ლენტი გაუკეთა.
აქვე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ეჭვი და ამ ეჭვს ამყარებს არსებული ბილდის ფოტოები და ბაიბლის სიტყვები, და არა მხოლოდ ბაიბლის, მთელი ქასთი ამბობდა რომ ბილდი სულ დაშავებული მოდიოდა სტუდიაში, ამას კი მის მოუხერხებლობას აწერდნენ. თუმცა ფაქტია ვინ ვისზე ძალადობდა და ვინ ვის აბულინგენდა, ვინ ვის ფულს სძალავდა, და ვის ვინ ყავდა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ.
მე, როგორც რიგითი ფანი, და მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, მსგავსი ქალების არსებობისაც კი მრცხვენია. ამ არსებას ქალსაც კი ვერ ვუწოდებ და ჩემთვის მაქსიმალურად ამაზრზენი და გულის ამრევია მსგავსი „ადამიანი“.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ვინც მოახერხეთ და ბოლომდე წაიკითხეთ. არაფერი ჭორი არ დაგვიწერია, ეს ყველაფერი არის ფაქტები და არაფერი ფაქტების გარდა. ვიღაცამ აუდიო ჩანაწერი შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ ამას მხოლოდ ბიუს ჰეითერი თუ გააკეთებს, რადგან ჩანაწერი გაკეთებულია უამრავი წერილობითი მუქარის შემდეგ, ამიტომ ჩემთვის ის აბსოლუტური მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არსება სახელად პოი არ არის დალაგებული, და ნურავინ მეტყვის იმას, რომ რაც არ უნდა იყოს ქალია და გავუგოთ... არავითარ შემთხვევაში!
კიდევ ერთხელ, მადლობა ყურადღებისთვის.
სტატიაზე იმუშავეს თქვენმა მონა მორჩილმა მთარგმნელმა: ეკო მარგველანმა და მისმა მეგობრებმა თამარ კაკაურიძემ, ქრისტი ოქროპილაშვილმა და KiCi_G-მ