#GDragon-ს და მსახიობ #leeSunGyun-ს ოფიციალურად აეკრძალათ კორეის დატოვება ნარკოდანაშაულის გამოძიების გამო. 27 ოქტომბერს, ინჩონის მეტროპოლიტენის პოლიციის სააგენტოს ნარკოდანაშაულის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ორი ვარსკვლავის მოგზაურობის აკრძალვა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტრომ პოლიციის მოთხოვნის შემდეგ. G-Dragon (გვონ ჯი იონი) და ი სონ გიუნი მალე გაივლიან ნარკოტესტს, რათა დადგინდეს სავარაუდო გამოყენებული ნარკოტიკების ტიპი და გამოყენების ხანგრძლივობა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი დააკავეს მარიხუანასა და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო მოხმარების ბრალდებით. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, პოლიციამ უკვე ჩამოართვა განნამის ზრდასრულთა გასართობი ბიზნესის ხელმძღვანელს ტელეფონი, სადაც დილერები და მომხმარებლები კავშირს ამყარებდნენ. ზარის ჩანაწერები და შეტყობინებები გამოყენებული იქნება G-Dragon-ისა და Lee Sun Gyun-ის წინააღმდეგ მტკიცებულებების დასადასტურებლად, ასევე დამატებითი ეჭვმიტანილების მოსაძიებლად. ამასთან დაკავშირებით, G-Dragon-მა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელიც უარყოფს პრეტენზიებს ნარკოტიკების უკანონო მოხმარების შესახებ. დაპირისპირების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, G-Dragon-ის ადვოკატმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია პასუხი ბოლო დროს გავრცელებულ ამბებთან დაკავშირებით. "ბოლო დროს მედიაში გავრცელებული ამბები არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, გვსურს გადმოგცეთ G-Dragon-ის პოზიცია." "მინდა განვმარტო, რომ ნარკომანიის კონტროლის კანონების დარღვევის შესახებ ბოლოდროინდელი ახალი ამბები ჩემთან არაფერ შუაშია. თუმცა, ვიცი, რომ ბევრი ადამიანია დაინტერესებული, ამიტომ აქტიურად ვითანამშრომლებ საგამოძიებო უწყებებთან"..
ასევე იყო მრავალი ჭორი ნარკოტიკებთან დაკავშირებით სხვა ცნობილ ჯგუფებზე თუ ცალკეულ პიროვნებებზე,რომლებით მათი თქმით იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. ამან გამოიწვია ჭორები BTS-ის შესახებაც. ასევე ადრე ვრცელდებოდა ჭორები,რომ Le Sserafim-ის kim chaewon-ი,(G)I-DLE-ის Jeon Soyeon-ი და სიმღერების მწერალი Park Sun Joo ასევე მონაწილეობდნენ ნარკოტიკების საქმეში. თუმცა მათმა სააგენტოებმა მტკიცედ უარყვეს სპეკულაციები ნარკოტიკებთან რაიმე კავშირის შესახებ.
გასართობ ინდუსტრიაში უწყვეტი ნარკომანიის სკანდალების ფონზე, კორეელ პოლიტიკოსებს აქვთ საკუთარი თეორია.. ცნობილი ადამიანების ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების ბოლო სერიებთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა Han Dong Hoonმა აღნიშნა, რომ „ნარკოტიკებს საერთო არაფერი აქვს პოლიტიკასთან“ მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციური მხარის მიერ ეგრეთ წოდებული "შეთქმულების თეორიების" სერიის გაკეთების შემდეგ, "ნარკომანიის სკანდალები გაავრცელეს იმისათვის, რომ ამჟამინდელი მდგომარებიდან კრიტიკული ყურადღება გადაეტანათ". ეს ითქვა 26 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის საკანონმდებლო და სასამართლო კომიტეტის აუდიტის დროს. იმავე დღეს, კორეის დემოკრატიული პარტიის წევრი Ahn Min Seok-ი გამოჩნდა YTN რადიო გადაცემაში "News King Park Ji-hoon" და წამოაყენა შეთქმულების თეორია და თქვა: "პოლიტიკა დროის ხელოვნებაა, მაგრამ თუ სულელი არ ხარ მიხვდები, რომ ვიღაცამ შეიძლება ეს დაგეგმა." კანონმდებელმა Ahnმა თქვა: „პრეზიდენტ Yoon Suk Yeol-ის ადმინისტრაციას შეექმნა ყველაზე დიდი კრიზისი, რადგან მან წააგო შუალედური არჩევნები Gangseo gu-ს ოფისის ხელმძღვანელისთვის მისი ინაუგურაციის შემდეგ“, და დასძინა, "ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა lee sun gyun-ი და ჯი-დრაგონი (გვონ ჯი-იონი) არიან წარმომადგენლობითი ცნობილი სახეები კორეაში." ”ვფიქრობ, რომ (შეიძლება არ იყოს შემთხვევითი) ცნობილ ადამიანთა ნარკომანიის გამოყენება ამ ეტაპზე რეჟიმის კრიზისის დასაფარად".
პოლიტიკოსი Ahn-ი არ არის ერთადერთი კანონმდებელი, რომელმაც წამოაყენა შეთქმულების თეორიები ცნობილი ადამიანების ნარკოტიკების გამოძიების შესახებ. ფეისბუქის თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, Lee Kyung-მა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის მოადგილემ, თქვა: "აპირებთ თუ არა ამის დაფარვას ცნობილი ადამიანების ნარკოტიკების სკანდალით?" მისი თქმით სკანდალები გაშუქდა იმ ამბების დასაფარად, რომ მდივანი Kim Seung Hee-ის ქალიშვილი იყო სკოლაში მოძალადე და ცხრა კვირის დაზიანებები გამოიწვია(დაშავებულს 9 კვირა დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად).
20 ოქტომბერს პრეზიდენტის პროტოკოლის მდივანმა Kim Seung-hee-მ თანამდებობა დატოვა. კიმმა თანამდებობიდან გადადგომა შესთავაზა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ოფისმა განაცხადა,რომ დაიწყო გამოძიება ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც კიმის მესამე კლასელმა ქალიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მეორე კლასის მოსწავლეს მათ დაწყებით სკოლაში Gyeonggi-ის პროვინციაში. პრეზიდენტის სპიკერის Lee Do Woon-ის თქმით კიმმის გადადგომის შეთავაზება მაშინვე მიიღეს. " როგორც მშობელი მე ვგრძნობ პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობას. მე არ ვიქნები ტვირთი მთავრობის ადმინისტრაციისთვის" -პრეზიდენტის სპიკერმა ლიმ გააჟღერა მდივანი კიმმის სიტყვები. კიმმის გადადგომა პრეზიდენტის Yoon Suk Yeol-ის საუდის არაბეთსა და კატარში სახელმწიფო ვიზიტების დაწყების წინა დღეს მოხდა. მთავრობის ოპოზიციურმა დემოკრატიულ.ა პარტიის დეპუტატმა Kim Young Hoმ საპარლამენტო სესიაზე განაცხადა,რომ უმცროს კლასელმა სტუდენტმა ისეთი დაზიანებები მიიღო,რომლის გამოჯანმრთელებასახ ცხრა კვირა დასჭირდა. დეპუტატმა ასევე განაცხადა,რომ 19 ივლისს მდივანი Kim Seung Heeს მეუღლემ შეცვალა ფოტო KakaoTalk-ში, სადაც მისი მეუღლე და პრეზიდენტი არიან ერთად. იმავე დღეს შეჩერდა მათი ქალიშვილის საქმე სკოლის ბულინგთან დაკავშირებით. დეპუტატმა ეს ქმედება აღწერა როგორ კიმის მეუღლის მხრიდან ძალაუფლების ჩვენება. Kim Seung hee პროტოკოლის მდივნად დაინიშნა 14 აპრილს.
სტატია მომზადებულია მარიამ გაბრიჭიძის მიერ
ნახე ონლაინ კარგ ხარისხში «ნარკოტიკების მოხმარება თუ მთავრობის მიერ შეკერილი საქმე?!»