2017 წლის 5 ივლისს სონ ჯუნ კიმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რომ ის და სონ ჰე კიო დაინიშნენ. მათი ქორწილი გაიმართა 2017 წლის 31 ოქტომბერს, Youngbingwan-ში, სასტუმრო Shilla-ში, სეულში, მათი ოჯახის წევრების და უახლოეს მეგობრების წრეში. ჭორების მიხედვით 2016 მარტში ისინი უკვე ხვდებოდნენ ერთმანეთს.თებერვალში ორივე შენიშნეს ერთად ნიუ იორკში, თუმცა ორივე მხარის სააგენტომ უარყო მათი ერთად ყოფნა.
ამის შემდეგ, 2017 წლის 19 ივნისს, "მზის შთამომავლების" დასრულებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ,სოციალური მედიის საშუალებით თვითმხილველი იტყობინება, რომ სონ ჯუნ კი და სონ ჰე კიო ერთად გაემგზავრნენ ბალიში და როდესაც გავრცელდა მათი ფოტოები, რომლებიც გადაღებული იყო ბალის აეროპორტში სხვადასხვა დღეებში, კიდევ ერთხელ გაჩნდა ჭორები.თუმცა, როგორც ადრე, მსახიობების სააგენტოებმა ურთიერთობის შესახებ ჭორები უარყვეს.
მათი ერთად ყოფნის უარყოფიდან ერთი თვეც კი არ იყო გასული,რომ 5 ივლისს, დილის 6:30 საათზე, გულშემატკივრები და საზოგადოება გააოცა მათი მოულოდნელი ქორწინების გადაწყვეტილებამ. მსახიობების პოზიციის მიხედვით „ქორწინება არა მხოლოდ ინდივიდუალურია, არამედ ოჯახური შეხვედრაც, ამიტომ ფრთხილი სიტუაცია იყო მრავალი თვალსაზრისით. შედეგად, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა გარდა იმისა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით, სანამ ქორწინებამდე არ მივიდოდა საქმე და ახლა ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ბევრი ადამიანის გაგების იმედი გვაქვს“.
ასევე სონ ჯუნ კი ეწეოდა სარეკლამო აქტივობებს ფილმის Battleship Island-ის გამოსვლამდე.ამბობდა,რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ფრთხილად ყოფილიყო ქორწინების გამოცხადების დროის განსაზღვრისას, ფიქრობდა, რომ მსახიობ სონ ჰე კიოსთვის შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა.
ვინაიდან ეს იყო ორი ტოპ ვარსკვლავის ქორწინება, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევენ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, მათ აჩვენეს უზარმაზარი ტალღოვანი ეფექტი არა მხოლოდ კორეაში, არამედ მთელ აზიაში, მათ შორის ჩინეთსა და იაპონიაში.
<მზის შთამომავლების> გამო, ფანებისგან დიდი სიყვარული მიიღეს თავიანთი უნიკალური ქიმიის წყალობით. მათგან იღებდნენ ისეთ წერილებს როგორც არის: "გილოცავთ", "ბედნიერი იყავით", "კარგად გამოიყურებით ერთად", მაგრამ ასევე მიიღეს ბევრი უარყოფითი რეაქცია მათი ურთიერთობის უარყოფის გამო.
სონგ ჯუნ კიმ პირდაპირ გამოავლინა თავისი აზრები ქორწინების შესახებ ოფიციალური ფან-კაფეს მეშვეობით.
წერილი:
" გამარჯობათ, ჯუნკი ვარ
დიდიხანი გავიდა მას შემდეგ რაც პირადად მოგესალმეთ.
ამდენი ხნის შემდეგ მოგესალმეთ,რადგან მინდა პირველმა მივიღო მილოცვები და მიუხედავად იმისა, რომ იმაზე მეტად ვნერვიულობ, ვიდრე ოდესმე, მინდოდა ჩემი გულწრფელობა გადმომეცა. ბოლო დროს უფრო გავიბრწყინე ამ დიდებული ნამუშევრით.თქვენ დაუმსახურებლად მომეცით უდიდესი სიყვარული.ძალიან ბედნიერი დრო გავატარე და დიდი გამოცდილება მივიღე.იმ ბედნიერი დროის ერთად გატარების შემდეგ კიდევ ერთი ძვირფასი მეგობარი შევიძინე და ერთმანეთის გულწრფელობა მივიღეთ.2017 წლის ახალი წლის დაწყებასთან ერთად ჩვენ ორმა დავდეთ პირობა, რომ ერთად გავატარებდით ცხოვრებას, სიყვარულით შევავსებთ ერთმანეთის ნაკლოვანებებს და ერთად გადავლახავთ სირთულეებს ახალი ცხოვრების დასაწყებად.2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩვენ ვგეგმავთ საქორწინო ცერემონიალს.ვფიქრობ, ბევრი გულშემატკივარი, ვისაც ვუყვარვარ, გაოცებული უნდა ყოფილიყო ჩვენი მოულოდნელი ამბით. მეც მინდოდა რაც შეიძლება მალე გადმომეცა ჩემი გულწრფელობა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ერთი ადამიანის გასაკეთებელი არ იყო.გარდა ამისა, ეს იყო სიტუაცია, როდესაც მე უნდა ვყოფილიყავი ფრთხილი და წინდახედული მრავალი თვალსაზრისით, რადგან ჩემი ოჯახის აზრი ღირებული იყო.
გარდა ამისა, ფილმი უნდა გამოსულიყო ბევრი ადამიანის მონდომებითა და ძალისხმევით
და მართალია, მე ვფრთხილობდი, არ გავმხდარიყავი მიზეზი წყალში ჩაყრილიყო შრომა პროდიუსერების ჯგუფის, რომელსაც მონდომება და ენთუზიაზმი ქონდათ. გულწრფელად ვითხოვ გაგებას.
მახსოვს, როგორი აზროვნება მქონდა, როცა პირველად დავიწყე მსახიობობა. დაგპირდით,რომ ვიქნებოდი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გააფართოვოს თავისი გარემო და თავისი მსახიობად ცხოვრების დროს არ იყოს ძნელად მისადგომი ვარსკვლავი შორეულ ცაზე, არამედ ვიცხოვრო ისე როგორც ცოტა უფრო ახლოს, ცოტა უფრო თბილი, ცოტა უფრო მეგობრული, ცოტა უფრო ლამაზი და პასუხისმგებელი მეზობლები. ისიც გამიგია, რომ ცხოვრება სიჩქარეზე კი არა, მიმართულებაზეა დამოკიდებული. ვუყურებ პეიზაჟებს, ფასეულობებს და ადამიანებს, რომლებიც აქამდე არ მინახავს, რადგან სწრაფად მივდიოდი. იმით რაც თქვენგან ვისწავლე გონივრულად ვივლი ნაბიჯ-ნაბიჯ.
ვიმედოვნებ, რომ მხარს დაუჭერთ იმ ღირებულებებს, რომლისაც მჯერა. მომავალში გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მშვენიერი მსახიობი და ოჯახის საიმედო უფროსი, გადაფიქრების გარეშე. გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ ჩვენს ორს შორის კარგ ურთიერთობას.
გმადლობთ. "
2017 წლის 31 ოქტომბერს მათ შილას საოჯახო სასტუმროში კერძო საქორწინო ცერემონია გამართეს.
2019 წლის თებერვლის ბოლოს, უამრავმა ჩინურმა მედიამ გააჩინა ეჭვი, რომ სონ ჰე კიო და სონ ჯუნ კი დაშორდნენ, რადგან ჰე კიოს აეროპორტში გამოჩენისას არ ეკეთა საქორწინო ბეჭედი.
მოგვიანებით, 2019 წლის 27 ივნისს, გავრცელდა სტატია, რომ სონ ჯუნ კიმ განქორწინების შუამავლობის მოთხოვნით მიმართა სეულის საოჯახო სასამართლოს სონ ჰე კიოს წინააღმდეგ.წყვილი ქორწინებიდან 2 წელზე ნაკლებ დროში განქორწინებამ საზოგადოებაში შოკი გამოიწვია.
განცხადება გააკეთა სონ ჯუნ კის წარმომადგენელმა,რომელმაც ასევე ჯუნ კის პოზიცია გაგვაცნო მისივე წერილით.
"გამარჯობა. მე ვარ მსახიობ სონგ ჯუნ-კის კანონიერი წარმომადგენელი იურისტი პარ ჯე ჰიონი. ჩვენმა იურიდიულმა ფირმამ განქორწინების შუამავლობის შესახებ განცხადება შეიტანა სეულის საოჯახო სასამართლოში 26 ივნისს სონ ჯუნ კის სახელით. გარდა ამისა, ამ კუთხით გვსურს გადმოგცეთ სონგ ჯუნ კის ოფიციალური პოზიცია შემდეგნაირად.
გმადლობთ. "
[წერილი სონ ჯუნ კისგან]
"გამარჯობა. სონ ჯუნ კი ვარ.
პირველ რიგში მინდა ადამიანებს ვინც მიყვარს და ზრუნავენ ჩემზე ცუდი ამბის გამო ბოდიში მოვუხადო. სონ ჰე კიოსთან განქორწინების შუამავლობას გავდივარ სასამართლოში. იმის ნაცვლად რომ ჩვენს შორის ეძებოთ ვინც სწორია და ვინ არასწორი შეეცადეთ იყოთ მეგობრული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განქორწინების პროცესი შეუფერხელბლად ჩაივლის.გთხოვთ გაგებას, რომ მიჭირს სათითაოდ მოგიყვეთ პირად ცხოვრებაზე. მსახიობურ საქმიანობაში ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამჟამინდელი ჭრილობებიდან გამოვიდე და კარგი ნამუშევრებით აგინაზღაუროთ.
გმადლობთ."
განქორწინების მიზეზთან დაკავშირებით სონ ჰე კიომ თქვა, რომ ეს პიროვნული განსხვავება იყო, ხოლო სონ ჯუნ კის წარმომადგენელმა კი თქვა,რომ ეს იყო შეთანხმებითი განქორწინება.
2019 წლის 22 ივლისს განქორწინება დადგინდა სეულის საოჯახო სასამართლოში. მედიაციის პროცესი ორ მხარეს შორის ალიმენტისა და ქონების გაყოფის გარეშე განქორწინებით დასრულდა.
2022წლის 26 დეკემბერს დილით ჯუნ კის ურთიერთობის ამბავი გახდა ცნობილი.მან მაშინვე აღიარა,რომ ურთიერთობაში იყო. როგორც ჩანს არ აპირებდა დამალვას.ასევე მისი რჩეული დაყავდა საოჯახო ღონისძიებებზე, აცნობდა ადამიანებს და ღიად ხვდებოდა მას.
ჭორები დადიოდა,რომ გოგონა ორსულად იყო. სააგენტომ განაცხადა,რომ ამაზე პასუხი რთული გასაცემი იყო.
ისინი აეროპორტში ერთად ამაყად შესულები დააფიქსირეს ქვეყანაში.
ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯუნ კის რჩეული ბრიტანელი ქალი იყო კეტი ლუის სანდერსი.
2023 წლის 30 იანვარს ოფიციალური ფან-კაფეს მეშვეობით ხელახალი ქორწინების ამბავი გამოცხადდა. ის ოფიციალურად ლეგალური წყვილი გახდა კეტი ლუის სანდერსთან და მისი მეუღლე კეტი ახლა ორსულადაა.
ქვემოთ მოცემულია ფანკაფეს სრული ტექსტი.
"გამარჯობათ, ჯუნ კი ვარ.
დღეს მოგესალმეთ რადგან მინდა გაგიზიაროთ ყველაზე ძვირფასი და ბედნიერი დაპირება ჩემს ცხოვრებაში. პირობა დავდე,რომ დარჩენილ ცხოვრებას კეტი ლუის სანდერსთან ერთად გავატარებ, რომელიც ჩემს გვერდით არის, მხარში მიდგას, ზრუნავს ჩემზე და ძვირფას დროს ატარებს ჩემთან ერთად. მას ძალიან კეთილი გული აქვს, ჭკვიანი და შესანიშნავი ადამიანია,რომლსაც პატივს სცემენ. მისი წყალობით ვხდები უკეთესი ადამიანი.ბუნებრივია ჩვენ ვოცნებობდით ბედნიერ ოჯახის შექმნაზე.ბევრი ვიმუშავეთ, რათა შეგვესრულებინა ერთმანეთის დაპირებები. გულწრფელი მადლიერებით, ჩვენ ორს შორის ძვირფასი სიცოცხლეც აღმოჩნდა. (ამით ორსულობა დაადასრტურა) დღეს კი, ჩვენ მივდივართ ჩვენი ქორწინების რეგისტრაციის გზაზე, რათა დავიწყოთ ჩვენი ცხოვრება, როგორც წყვილი, ღრმა ნდობასა და სიყვარულზე დაფუძნებული. ისევე, როგორც ახლა, ჩვენ ორივენი ერთი მიმართულებით ვიყურებით და მომავალ დღეებში ერთად ვივლით ლამაზად. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ყოველთვის უცვლელად გვაფასებენ. განსაკუთრებით, ვეცდები მომავალში უფრო მაღლა ვიფრინო როგორც ინდივიდი და როგორც მსახიობი, რომელსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა მხარდაჭერისა და სურვილების შესაბამისად, რაც ყველაზე დიდი ძალა იყო ჩემი მსახიობის ცხოვრების განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ ყველანი ჯანმრთელები და ბედნიერები იქნებიან იმ დღემდე, სანამ პირადად შევხვდებით და მივესალმებით ერთმანეთს."
სონ ჯუნ კის ფან კაფე.
სტატია მომზადებულია მარიამ გაბრიჭიძის მიერ