ნეილი მუსიკოსია, რომლის პრობლემა დიდი სცენის შიში არის, რის გამოც ქუჩის მუსიკოსობა გადაწყვიტა. მის საუკეთესო მეგობარ ჯესისთან ერთად, ქმნის სრულყოფილ გუნდს და უმეტესობას ისინი წყვილად მიაჩნია. ერთ საღამოს, მათი ახალგაზრდა თაყვანისმცემელი ხაი, შემთხვევით იმავე ავტობუსში ხვდება, სადაც ნეილია. მათი ცხოვრების გზები იკვეთება, როდესაც მორცხვი ხაი გადაწყვეტს მას მედიატორი დაუბრუნოს. თუმცა, ხაი მალე გაიგებს მედიატორის მნიშვნელობას, რომელიც ნეილს მისმა გარდაცვლილმა ძმამ აჩუქა.