ჭენიუანის ეპოქაში, ადამიანთა ქალღმერთის და დემონთა სამყაროებს შორის წონასწორობის მცველის ბაი წეს მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, მისი ღვთაებრივი არტეფაქტი უკვალოდ გაქრა. დროთა განმავლობაში სამყაროებს შორის საზღვარი გათხელდა და დემონებმა ადამიანთა სამყაროში შეღწევა, ქაოსისა და სიკვდილის გამოწვევა დაიწყეს.
ამ არეულ დროს, დემონების მბრძანებელმა, ჭაო იუან ჭოუმ, დემონებზე ნადირობის ბიუროს წესრიგის აღსადგენად დახმარება შესთავაზა. ბიურო ხუთი მეომრისგან სპეციალურ გუნდს ქმნის: ვენ სიაო - ბაი წეს ერთგული მოწაფე, ჭოუ იჩენი - ხმლის ოსტატი, პეი წი ცინი - მშვილდოსანი, ბაი ძიუ - კეთილი ახალგაზრდა მკურნალი და თავად ჭაო იუან ჭოუ.
საქმის გახსნასთან ერთად, ისინი ეტაპობრივად არკვევენ მწარე სიმართლეს, რომელიც დემონური მხეცების ბოროტი ქმედებების უკან დგას. დიდ პასუხისმგებლობასთან შეტაკების, და ახლობლების დაკარგვის მერე, შეძლებს კი დემონებზე მონადირეთა გუნდი გაუძლოს დილემას მეგობრობასა და სიყვარულს შორის?