პარალელურ სამყაროში, ამოუცნობი პანდემიის შედეგად, ქალთა სქესის წარმომადგენლები საკმაოდ აღემატებიან მამაკაცებს.
იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცები ძალიან იშვიათ "ეგზემპლიარს" წარმოადგენენ მათ უწოდეს "ნაციონალური საგანძური", ქალებს კი უწევთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ შოუში "მოემზადე! კამერა! სიყვარული!" მონაწილეობის მიღება, სადაც უნდა მოიპოვონ მამაკაცის ყურადღება.
როდესაც დეის მოულოდნელად შოუში მიიწვევენ, ის შეხვდება ყველაზე პოპულარულ ბიჭს სანს. ისინი გაიგებენ შეთქმულების შესახებ და მიხვდებიან, რომ მათი სიყვარული და სამყარო სადაც ცხოვრობენ საფრთხეშია.