გვი სიაო და ლუ იანჩენი ერთმანეთს სკოლის ეზოში შეხვდნენ და პირველივე ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთ. დროთა განმავლობაში მათი გრძნობები გაღრმავდა, თუმცა ცხოვრებამ ისინი დააშორა: გვი სიაო ფინანსების სფეროში დაიწყო კარიერა, ხოლო ლუ იანჩენი სპეცრაზმში გასაწვრთნელად ქვეყნის მეორე ბოლოში გაემგზავრა.
მანძილის მიუხედავად, ისინი დისტანციური ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს კავშირი გაწყდა. წლების შემდეგ, განსაკუთრებული მიზეზის გამო, გვი სიაო იძულებული ხდება ლუ იანჩენს ხელახლა დაუკავშირდეს.