ტოჯო სუზუმე უკვე ათ წელზე მეტია მარტო ცხოვრობს და როცა აცნობიერებს, რომ მისი 40 წლის იუბილემდე მხოლოდ სამი თვე დარჩა, იწყებს სურვილების სიის შედგენას: "10 რამ, რაც 40 წლამდე უნდა გავაკეთო" მათ შორისაა: ტაკოიაკის წვეულება, სტილის შეცვლა და შეყვარებულის პოვნა. შემთხვევით ამ სიას მისი ახალგაზრდა და სიმპათიური კოლეგა კეიჯი წაიკითხავს და შესთავაზებს, სიის ყველა პუნქტი ერთად შეასრულონ.