ფილმის ორი მთავარი გმირი აკარი და იუნა, ძალიან განსხვავდებიან: აკარი გახსნილი და მეგობრულია, ხოლო იუნა თავშეკავებული და ცოტა მეგობარი ჰყავს. მაგრამ ამის მიუხედავად დამეგობრდნენ და თავიანთი გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება დაიწყეს. ასე გაიგო აკარიმ, რომ იუნას მანგადან პრინცი უყვარდა, იუნამ კი მისი ოჯახის საიდუმლოებები. შემდეგ აკარის იუნას ბავშვობუს მეგობარი შეუყვარდება,მის მეგობარს კი ძალიან მოსწონს აკარის ძმა. ურთიერთობები რთულდება და საიდუმლოებები ჩნდება.გმირები ჩხუბობენ, შორდებიან, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთად წყვეტს პრობლემებს.