ფუკაგავა სეიჯი საშუალო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც ვერცხლისფერი თმა აქვს. ის მხატვრობითაა გატაცებული. სეიჯი ადამიანებს ყოველთვის პირდაპირ ეუბნება იმას, რასაც ფიქრობს, თუმცა, მას იდუმალი მხარეც აქვს. მისი თანაკლასელია ნივა აკანე – იდეალური მოსწავლე, რომელიც ყოველთვის პირბადეს ატარებს. თავიდან აკანეს არ მოსწონს სეიჯი, თუმცა მალევე იზიდავს სეიჯის ნახატები და მისი პირდაპირი ხასიათი.