უნივერსიტეტის სტუდენტი იუ ჰე რინი სასიყვარულო სამკუთხედში ეხვევა. ჰე რინმა და უ ჯინმა ერთად ითამაშეს სპეკტაკლში და მას შემდეგ ერთმანეთის მიმართ მიზიდულობას გრძნობენ. ამავდროულად უნივერსიტეტში ბრუნდება ჩა ინ ჰვანი, რომელიც ჰე რინს სკოლის პერიოდში უყვარდა. ინ ჰვანმა უნივერსიტეტი ორი წლის წინ დატოვა უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ.სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ კვლავ ბრუნდება უნივერსიტეტში და ხვდება ჰე რინს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს კუპიდონი ამ რთულ სასიყვარულო სამკუთხედში?