The King of Pigs - ღორების მეფე
Ended 1 Seasons - 12 Episodes

თანამოსახელე ანიმეს ეს უახლესი ადაპტაცია ნათლად აღწერს, პიროვნების ჰარმონიული განვითარების შესაძლებლობა სასრულ მცდელობებსა და შექმნილ წინააღმდეგობებში როგორ იკარგება. განსაკუთრებით საზოგადოებაში, რომელიც ბავშვთა მიმართ რეალურად არცთუ ისე კეთილგანწყობილია. ფერადი შირმის მიღმა კი სხვადასხვა მიზეზით დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალდობის, სექსუალური შევიწროების, არაჯანსაღი სასკოლო გარემოს არსებობისა და მრავალი სხვა უმსგავსობის არაერთ შემთხვევას მალავს.
